რას მოიცავს დ.პ. – დამოწაფების პროგრამა?
დამოწაფების პროგრამა არის ინტენსიური სწავლების კურსი იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეცვალონ ცხოვრება ქრისტესთვის! სწავლების კურსი მთლიანად მოიცავს 22 კვირას, ეს არის 12 კვირიანი ლექციების კურსი და 10 კვირიანი პრაქტიკული კურსი. დ.პ. აერთიანებს თეორიას და გამოცდილებას ერთად და ჩვენ სტუდენტებს აძლევს მისიისა და მსახურების შეცნობის უდიდეს უნარს. ჩვენი მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ და გაზარდონ უფლის ხასიათის შეცნობა და ამისდამიხედვით გარდაქმნან საკუთარი ხასიათი. ამრიგად, როდესაც მათ მიეცემათ მუშაობის შესაძლებლობა, მაშინ ის ცოდნა და გამოცდილება რომელიც მიიღეს დაეხმარება მათ უკეთესად ემსახურონ და გაუგონ იმ ხალხს, ვის სამსახურშიც იქნებიან.
დ.პ. იწყება ლექციის კურსით აქ თბილისში, საქართველოში. ჩვენივე შესაძლებლობებით სტუდენტებს ექნებათ ხელმძღვანელებთან ერთად ცხოვრების საშუალება. სწავლების მიზანია სტუდენტის პიროვნული ხასიათის გაუმჯობესება უფლის ხასიათის შეცნობის შედეგად. დ.პ. ეხმარება სტუდენტებს რწმენის გაზრდაში, ვინაიდან ისინი იწყებენ საკუთარი უნიკალური ნიჭისა და მოწოდებების აღმოჩენას და გამოყენებას, რაშიც ღმერთთან ახლო ურთიერთობა ეხმარება. დ.პ. ასევე ეხმარება სტუდენტებს გლობალური ცოდნის გაღრმავებაში, ამზადებს მათ, რომ მიუახლოვდნენ ახლანდელ და მომავალ თაობებს ქრისტეს მორჩილებით, რომელიც მოუწოდებს ,,მოიარეთ მთელი სოფელი და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას” (მარკ.16:15) და ასევე ,,მოიმოწაფეთ ყველა ხალხი” (მათ. 28:19)
ა.მ. – ს (ახალგაზრდობა მიზნით) არსი შემდეგშია ,,შეიცანით უფალი და დაეხმარეთ სხვას მის შეცნობაში.” სტუდენტები სწავლობენ უფლის გზების შესისხლხორცებას საკუთარ გულებსა და ცხოვრებაში. მთავარ მიზანს ცოდნის მიღება კი არ წარმოადგენს, არამედ ის რომ დაეხმაროს სტუდენტებს მიმართონ ქრისტიანობის ბიბლიურ პრინციპებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს გარდაქმნაა! მათი ცხოვრება იცვლება, მათი გულები რწმენითაა აღსავსე და მათი ფიქრები ახლოა უფლის ფიქრებთან.
დ.პ. – ს დაარსების მიზანი ერთია, რომ დაეხმაროს ქრისტიანებს სამყაროს უფლის თვალით დანახვაში და შეატყობინოს, რომ არის ცხოვრების შეცვლის იმედი, ჩვენი დიდი სურვილია ვნახოთ გარდაქმნილი ერები თითოეული მომზადებული ინდივიდის მიერ ქრისტეს გზით. ეს პიროვნებები შემდეგ უბრუნდებიან ქრისტეს სხეულს, რათა გარდაქმნან საზოგადოების არე, რომელშიც უფალმა მოუწოდა და რომლისთვისაც ისინი დაჯილდოვდნენ ღვთის მიერ ნაბოძები ნიჭით. ღმერთს სურს შეეხოს საზოგადოების თითოეულ ნაწილს – ეს იქნება ეკლესია, განათლება, ხელოვნება და მედია, თუ მეცნიერება და ტექნოლოგია, ადვოკატურა თუ ჯანდაცვა, მთავრობა თუ ბიზნესი და კიდევ სხვა მრავალი, რომელშიც უფალი მოგიწოდებთ.
თუკი ეძებთ სწავლების პროგრამას, რომელიც გააღრმავებს თქვენში უფლის შეცნობას და იმ ზრახვების გაგებას, რომელიც მას აქვს თქვენი ცხოვრებისთვის, მაშინ დ.პ. თბილისის ა.მ. – ში სუკეთესო გზაა დაწყებისათვის!
აქ მოცემულია შემდეგი თემები რასაც დ.პ. შეისწავლის:
ქრისტიანის ურთიერთობა ღმერთთან: პიროვნების ეკლესიური ცხოვრების გაუმჯობესება. უფლის ხასიათის და გზების შეცნობა. როგორ გავიგოთ უფლის ხმა.
ქრისტიანის ურთიერთობა საკუთარ თავთან და სხვებთან: პიროვნული ხასიათის გაუმჯობესება. პიროვნების ნიჭისა და მსახურების აღმოჩენა და შესწავლა. მმართველობა. ჯანსაღი ურთიერთობების პრინციპები. მიმტევებლობა.
ქრისტიანის ურთიერთდამოკიდებულება სიტყვასთან: როგორ გავაუმჯობესო პიროვნული სწავლების შეთვისება ცხოვრების სტილთან. ბიბლიური ჭეშმარიტების ჩაღრმავება და გამოყენება.
ქრისტიანის ურთიერთდამოკიდებულება მსოფლიოსთან: ადამიანის ,,ურწმუნოება.” როგორ გავუზიაროთ რწმენა. ევანგელიზაცია და სხვადასხვა კულტურული მისიები. მოუღწეველთა მიღწევა. მსოფლიოს საჭიროებანის საზოგადო ცოდნა. ბიბლიური მსოფლმხედველობა.
ქრისტიანის ურთიერთდამოკიდებულება ეკლესიასთან: ვალდებულება. ერთობა. ადგილობრივი ეკლესიისა და მისიონერული სტრუქტურების დამატებითი ფუნქციების გაცნობიერება.
ქრისტიანის დგომა ბოროტის წინააღმდეგ: ცდუნებების დაძლევა. ლოცვა. სულიერი ბრძოლა.
ქრისტიანის მიმართულება მისიისადმი – ადგილობრივი და საერთაშორისო – გასამმაგებული მოწოდებით ევანგელიზაციისადმი, სწავლება და ,,მოწყალეობრივი მსახურებანი.”
დანიშვნის არე: იგივე ,,პრაქტიკული კურსი.” ყოველივე იმის პრაქტიკაში მოყვანა ევანგელიზაციის გზით, რაც შესწავლილ იქნა ლექციის კურსში.
დამოწაფების პროგრამის დაგვირგვინება არის მაშინ, როდესაც მოთხოვნილებაა სწვლის შემდგომ ეტაპზე გაგრძელებისა, ან არის სამსახურეობრივი პოზიციები ა.მ. – სთან და ერების უნივერსიტეტთან.

