ა.მ.-ს ძირითადი ღირებულებანი

ახალგაზრდობა მიზნით (ა.მ.) ამოწმებს ბიბლიას, როგორც სულიწმიდის შთაგონებით დაწერილ უფლის ავტორიტეტულ სიტყვას, ცხოვრებისა და მსახურების ნებისმიერი ასპექტის აბსოლიტურ მითითებას. ის დამყარებულია უფლის სიტყვაზე, თუ ვინ არის იგი და რას წარმოადგენს მისი ინიციატივა დახსნისთვის. ა.მ. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შემდეგ პასუხისმგებლობებზე:

თაყვანისცემა: ჩვენს მოწოდებას წარმოადგენს უფლის        განდიდება და თაყვანისცემა.
წმინდანობა: ჩვენი მოწოდებაა იმ ჭეშმარიტი და წმიდა ცხოვრების გაყოლა, რომელიც უფლის ბუნებისა და ხასიათის მაგალითს იძლევა.
დამოწმება: ჩვენი მოწოდებაა იესო ქრისტეს სიტყვის იმ ადამიანებთან გაზიარება, რომლებსაც ჯერ არ შეუცვნიათ იგი.
ლოცვა: ჩვენს მოწოდებას წარმოადგენს ხალხისთვის ლოცვა, მათი უფლის გულში მოხმობა, ასევე მაცდურთან შეწინააღმდეგება ნებისმიერ სიტუაციაში.
კავშირი: ჩვენი მოწოდებაა ადგილობრივი და არა ადგილობრივი ეკლესიების ზრდისა და გამრავლების ვალდებულების აღება.

ა.მ. – ს ძირითად ღირებულებას წარმოადგენს ჩვენი რწმენის არსი, რომელიც დაკავშირებულია ამ მნიშვნელოვან მითითებებთან, რომლებზეც უფალი მიგვინიშნებს ა.მ. – ს დაარსებიდანვე, 1960 წლიდან. ყოველი ეს გაზიარებული რწმენა და ღირებულება, გამოხატავს გზის მაჩვენებელ პრინციპებს ჩვენი მისიის ორივე, როგორც განვლილი, ასევე მომავალი ზრდისთვის. ზოგიერთ მათგანს აქვს რაღაც საერთო სხვა და სხვა კულტურის წარმომადგენელ ქრისტიანებისთვის, მაგრამ ზოგიერთი განსხვავებულია ა.მ. – თან მიმართებაში. ჩვენი  რწმენისა და ღირებულებების კომბინაცია, ა.მ. – ს თვისებების უნიკალურ დახასიათებას იძლევა. ეს ის ღირებულებებია, რომლებსაც მნიშვნელოვნად ვაფასებთ და რომლებიც განსაზღვრავენ იმას, თუ ვინ ვართ, როგორ ვცხოვრობთ და როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

1. შეიცანი უფალი.
ა.მ. – ს არსი ეძღვნება უფლის, მისი ბუნების, ხასიათისა და გზების შეცნობას. ჩვენ ვიძიებთ თუ ვინ არის ის, რათა შემდგომ ავსახოთ ცხოვრებისა და მსახურების ყოველ ასპექტში. უფლის უნებლიე შეცნობა და სიხარულით აღსავსე კავშირი მასთან, წარმოშობს ღმერთის სხვასთან გაზიარების უდიდეს სურვილს.

2. დაეხმარე სხვას უფლის შეცნობაში.
ა.მ. – ს მოწოდებას წარმოაგდენს სხვების დახმარება უფლის შეცნობაში, საზოგადოების არენასა და მთლიანად მსოფლიოს მაშტაბის თვალსაზრისით, ევანგელიზაციის, სწავლებისა და საქველმოქმედო მსახურებების გზით. ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ სულის ხსნა ასევე საჭიროებს საზოგადოებების გარდაქმნას, იესოს იმ ბრძანების შესრულების თანახმად, რომელიც გვაუწყებს ყოველი ერის დამოწაფებას.

3. უფლის ხმის გაგონება.
ა.მ. – ს ვალდებულებას წარმოადგენს ის რომ, ნებისმიერი მისი ქმედება, უფლის მოსმენის შედეგად გამომდინარეობდეს, ლოცულობდეს მისდამი და ემორჩილებოდეს მის მითითებებს ნებისმიერ დიდ თუ პატარა საქმეში. ყოველი ჩვენგანი დამოკიდებულია უფლის ხმის გაგონებაზე, ეს იქნება წარმოდგენილი ცალკეულ პიროვნებებად, ერთად გუნდურ კონტექსტში, თუ შედარებით დიდი კრებების სახით. ეს გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი განუყრელი და უმნიშვნელოვანესი პროცესია.

4. თაყვანისცემა და ლოცვის პრაქტიკაში მოყვანა.
ა.მ. – ს არსი ეძღვნება იესო ქრისტეს თაყვანისცემას და ემყარება ლოცვას, როგორც ყოველდღიური ცხოვრების განუყრელ ასპექტს. ჩვენ შეგვიძლია სატანის იმ ზრახვების გაცნობიერება, რომლებიც ცდილობენ ღვთის ქმედების განადგურებას. თითოეული პიროვნების ცხოვრებასა და მთლიანად ერების საქმიანობაში მისი სტრატეგიების დასაძლევად, ჩვენ ვუხმობთ უფლის ძალაუფლებასა და სულიწმიდას.

5. ხედვა.
ა.მ. – ს მოწოდებას წარმოადგენს ხედვა, ის რომ გამუდმებით იღებდეს, საზრდოობდეს და აცნობიერებდეს უფლისგან გამომდინარე ახალ ხილვებს. ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალი მსახურებებისა და მეთოდების წარმოქმნას. ჩვენ გაგვაჩნია რადიკალურობის დიდი სურვილი, რათა ვიყოთ მართებულნი თაობების, ხალხთა ჯგუფისა და მთლიანად საზოგადოების სფეროებათა მიმართ. გვწამს, რომ ა.მ. – ს მოციქულეობრივი მოწოდება საჭიროებს სულიერი ზრდის მთლიანობას, თავისუფლებას სულში და უფლის სიტყვაზე დამყარებულ ურთიერთობას.

6. ახალგაზრდების ხელშეწყობა.
ა.მ. – ს მოწოდებას წარმოადგენს ახალგაზრდების ხელშეწყობა. გვწამს და გვჯერა, რომ უფალმა თითოეულ მათგანს განსაკუთღებული ნიჭი უბოძა და მოუწოდა იმისთჳის, რომ გააჩნდეთ ხედვა და ეწეოდნენ მსახურებებს.
ჩვენი ვალია მათი დაფასება, ნდობა, მომზადება, მხარდაჭერა და თავისუფლად მოქმედების უფლებამოსილების მინიჭება. ისინი არა მხოლოდ მომავლის ეკლესიას, არამედ დღეისასაც წარმოადგენენ. ჩჳენს მოვალეობას წარმოადგენს ის რომ, მივყვეთ მათ ყველგან, სადაც უფლის სურვილი წარუძღვება.

7. იყო ფართოდ – ორგანიზებული და დეცენტრალიზებული.
ა. მ მიჩნეულია ფართოდ – ორგანიზებულ, მრავალფეროვან და ინტერგრირებულ სისტემად. ჩვენ წარმოვადგენთ გაერთიანებული მსახურებებისგან შემდგარ გლობალურ ოჯახს, რომელსაც გააჩნია საერთო მიზანი, ხედვა, ღირებულება და ურთიერთობანი. გვწამს, რომ ეს სტრუქტურები ემსახურება ხალხს და უფლის ზრახვებს. ყოველ მსახურებას ნებისმიერ დონეზე გააჩნია პასუხისმგებლობის ვალდებულება უფროსი თაობის წარმომადგენელ წრეებთან მიმართებაში, საერთო ინტერნაციონალური პასუხისმგებლობებით ა.მ. – ს გლობალური ხელმძღვანელობის მიმართ.

8. იყო ინტერნაციონალური და ინტერდენომინაციონალური.
ა.მ. წარმოადგენს ინტერნაციონალურსა და ინტერდენომინაციონალურს, როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი თვალსზრისით. გვჯერა, რომ ეთნიკური, ლინგვისტური და დენომინაციონალური მრავალფეროვნება, კულტურის გარდაქმნის ასპექტთან ერთად, მართლაც რომ დადებით ფაქტორებს წარმოადგენს, რომლებიც ხელს უწყობს მისიის გაჯანსაღებასა და ზრდას.

9. ბიბლიური მსოფლმხედველობა.
ა.მ. – ს მოწოდებას წარმოადგენს ბიბლიური მსოფლმხედველობა. გვწამს, რომ ბიბლია თვალნათლივ გამოყოფს კრგს ცუდისგან და ჭეშმარიტებას მცდარისგან. ცხოვრების პრაქტიკული ზომები არანაკლებ სულიერია, ვიდრე თვით მსახურების არსი. ყოველივე რაც უფლის მორჩილებითაა ნამოქმედარი, წარმოადგენს სულიერს. ჩვენ ვცდილობთ ყოველი ქმედებით უფლის განდიდებას, ვამზადებთ ღვთის მიერ მოწოდებულ ორივე სქესის წარმომადგენელ ადამიანებს, უფლის სამსახურში სამონაწილეოდ, რათა ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოების მთლიან არენაზე.

10. ფუნქციები გუნდში..
ა.მ. დიდ ყურადღებას ამახვილებს გუნდის ფუნქციებზე, მსახურებისა თუ ხელმძღვანელობის ნებისმიერ ასპექტში. გვწამს და გვჯერა, რომ უამრავი ნიჭების, მოწოდებების, პერსპექტივებისა და მსახურებების ერთიანობა, ასევე ჩვენი მისიის სხვადასხვა თაობების გაერთიანებული მუშაობა ნებისმიერ დონეზე, წარმოშობს უსაფრთხოებასა და კეთილგონიერებას.

11. მომსახურე ხელმძღვანელობის გამოვლინება.
ა.მ. მომსახურე ხელმძღვანელობას, როგორც ცხოვრების სტილს, უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ხელმძღვანელობის იერარქიას. მსახურებაში მყოფი ხელმძღვანელი წარმოადგენს პიროვნებას, რომელიც დიდი პატივისცემით მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირების ნიჭებსა და მოწოდებებს  და იცავს მათ უფლებებს და უპირატესობებს. იესოს მსახურების მსგავსად თავისი მოწაფეების მიმართ, ჩვენც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობებს, რომლებიც ემსახურებიან მათ, რომლებსაც უძღვებიან.

12. პირველრიგში მოზადება, შემდეგ კი სწავლება.
ა.მ. – ს ვლდებულებას წარმოადგენს პირველ რიგში მომზადება, შემდგომ კი სწავლება. გვჯერა, რომ სწავლება ჩვენ სიტყვებს დიდ ავტორიტეტს ანიჭებს. უფლის მსგავსი ხასიათი და ღვთის მოწოდება უფრო მნიშვნელოვანს წარმოადგენს ჩვენთვის, ვიდრე ცალკეული ნიჭი, შესაძლებლობა და გამოცდილება.

13. იყო ურთიერთ – ორიენტირებული.
ა.მ. – ს ვალდებულებას წარმოადგენს ურთიერთ – ორიენტირებული კავშირი პირად ცხოვრებასა და მსახურებაში. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ერთად გაერთიანება წმიდათა ცხოვრების მაგალითიდან გამომდინარე, საერთო მხარდაჭერით, გამჭვირვალეობით, თავმდაბლობითა და ღია ურთიერთობებით, ვიდრე პრინციპებზე და სტრუქტურებზე დამყარება.

14. პიროვნების შეფასება.
ა.მ. -ს მოწოდებაა თითოეული პიროვნების სათანადოდ დაფასება. ჩვენ ერთნაირად გვწამს თითოეული მათგანის შესაძლებლობების და ყოველივეს თანაბარმნიშვნელობით ვაფასებთ. სხვა და სხვა კულტურის წარმომადგენელ ადამიანებს, რომლებიც განსხვავდებიან როგორც ასაკობრივად ისე ფუნქციებით, გააჩნიათ სათანადო ღვაწლი და მოწოდება. ჩვენი ვალდებულებაა, ხემლძღვანელობისა და მსახურებისთვის უფლის მიერ ნაბოძები ნიჭების ერთნაირად დაფასება ორივე სქესის წარმომადგენლების მიმართ.

15. ოჯახების შეფასება.

ა.მ. ადასტურებს იმ ოჯახების დიდ მნიშვნელობას, რომლებიც მისიით არა ცალკეულად, არამედ ერთობლივად ემსახურებიან ღმერთს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერი და ჯანსაღი ოჯახების განვითარებას. ვეხმარებით თითოეულ წევრს, რომლებიც იზიარებენ მოწოდებებს მისიისადმი და ხელს უწყობენ საკუთარი ნიჭების გამოყენებას მრავალფეროვანი და უნიკალური გზების საშუალებებით.

16. ურთიერთობების საფუძველზე დამყარებული მხარდაჭერა.
ა.მ. ურთიერთობების საფუძველზე დამყარებულ სისტემადაა წარმოდგენილი, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფის თვალსაზრისით, დამყარებულია უფალსა და მის ხალხზე, ეს იქნება ერთობლივად თუ ინდივიდუალურად წარმოდგენილი. გვწამს, რომ ურთიერთობების საფუძველზე დამყარებული მხარდაჭერა ხელს უწყობს პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულების, კავშირისა და მოზიარეობრივი ლოცვის განვითარებას. ასევე ეხება დამფინანსებელს, როგორც პარტნიორს მსახურებაში. ჩვენც გვსურს ვიყოთ სულგრძელნი ღმერთისა და იმ უამრავი ადამიანის მსგავსად, რომლებიც ჩვენდამი დიდ გულუხვობას იჩენდა. ა.მ. – ს წარმომადგენლები, საკუთარ თავს, დროსა და ნიჭებს, საზღაურის გარეშე, უძღვნიან უფალს მისიონერული მსახურებების გზით.

17. სტუმართმოყვარეობის პრაქტიკაში მოყვანა.
ა.მ. ადასტურებს, რომ სტუმართმოყვარეობა ადამიანის დაფასების და უფლის ხასიათის გამოვლინების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. გვჯრა და გვწამს, რომ ერთმანეთის, სტუმრებისა, თუ საწყალ – გაჭირვებულების დასაფასებლად და მსახურებისთვის, საჭიროა საკუთარი გულების, სახლის თუ სასწავლებლის კარებების ფართოდ გაღება.