რწმენის განაცხადი

ახალგაზრდობა მიზნით (ა.მ.) წარმოადგენს მრავალი დენომინაციის წარმომადგენელი ქრისტაინების მოძრაობას, რომელიც ეძღვნება იესოს წარდგენას პირადად ამ თაობასთან, რომ მობილიზება გაუწიოს რაც შეიძლება მრავალს ამ საქმიანობაში დასახმარებლად და მოამზადოს და აღჭურვოს მორწმუნეები უდიდესი დავალების შესასრულებლად. როგორც ღვთის სამეფოს მოქალაქეები, მოწოდებულნი ვართ გვიყვარდეს, განვადიდოთ და დავემორჩილოთ ჩჳენს უფალს, გვიყვარდეს და ვემსახუროთ მის ეკლესიას და წარვუდგინოთ სახარება მსოფლიოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს.

ჩვენ, ა.მ. – ს გვწამს რომ ბიბლია არის უფლის შთაგონებით დაწერილი, ავტორიტეტული სიტყვა, რომელიც იესო ქრისტეს აცხადებს ღვთის ძედ; და რომ ადამიანი შექმნილია ხვთის ხატად; რომ ღმერთმა შეგვქმნა საუკუნო სიცოცხლისათვის იესო ქრისტეს საშუალებით; რომ თითოეულმა ადამიანმა შესცოდა და მოკლებულია ღვთის დიდებას, ღმერთმა ხსნა მოგვივლინა ჯვარზე სიკვდილის საშუალებით და იესო ქრისტეს აღდგომით; რომ სინანულით, რწმენით, სიყვარულით და მორჩილებით შეგვიძლია ვუპასუხოთ ჩვენდამი ღმერთის უსაზღვრო მადლს; რომ ღმერთის სურვილია თითოეული ადამიანი გადარჩეს და შეიცნოს ჭეშმარიტება; რომ სულიწმიდის ძალაუფლებით  შევასრულოთ ქრისტეს უკანასკნელი დავალება “…მოიარეთ მთელი სოფელი და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას.” (მარკ. 16:15)